ლევან იზორიამ მე-13 ბატალიონის სამხედროებს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დასრულება მიულოცა

ლევან იზორიამ მე-13 ბატალიონის სამხედროებს GDRP-ის წარმატებით დასრულება მიულოცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი უკვე მესამე ქართული ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მომზადდა.

მათივე ინფორმაციით, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე სამხედროებს პროგრამის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა მიულოცეს.

თავდაცვის მინისტრმა აშშ-სთან სამაგალითო თანამშრომლობა აღნიშნა, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობასა და ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას გაუსვა ხაზი. მან თითოეულ ოფიცერს, სერჟანტს და რიგითს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო კარიერაში წარმატებები უსურვა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ღონისძიება მე-13 ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) და აშშ-ის პირველი ქვეითი დივიზიის, პირველი ჯავშანსატანკო ბრიგადის ინსტრუქტორთა ჯგუფის „ყორანი“ დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.

მათივე ცნობით, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) და ამერიკელი დამკვირვებელ-მაკონტროლებლების ერთობლივი შეფასებით, მე-13 ბატალიონი მზად არის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის გეგმით გათვალისწინებული დავალებები მაღალ დონეზე და ეფექტიანად შეასრულოს. მე-13 ბატალიონის წვრთნა ბრძოლასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში, ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში 13 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქვედანაყოფის მომზადებაზე პასუხისმგებლები საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველი და აშშ-ის I ქვეითი დივიზიის, I ჯავშანსატანკო ბრიგადის ინსტრუქტორთა ჯგუფის „ყორანი“ ინსტრუქტორები იყვნენ. სწავლების განმავლობაში მე-13 ბატალიონის შესანარჩუნებელი და გასაუმჯობესებელი მხარეებიც გამოვლინდა.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვედანაყოფი CTC-ის ხელმძღვანელობის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით, შიდამოსამზადებელი სწავლების გეგმას (Homestation Training Plan) შეიმუშავებს და უკვე დისლოკაციის ადგილზე გააგრძელებს მომზადებასა და გეგმით დასახული ამოცანების შესრულებას.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლევან იზორიამ მე-13 ბატალიონის სამხედროებს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დასრულება მიულოცა

ლევან იზორიამ მე-13 ბატალიონის სამხედროებს GDRP-ის წარმატებით დასრულება მიულოცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი უკვე მესამე ქართული ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მომზადდა.

მათივე ინფორმაციით, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე სამხედროებს პროგრამის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა მიულოცეს.

თავდაცვის მინისტრმა აშშ-სთან სამაგალითო თანამშრომლობა აღნიშნა, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობასა და ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას გაუსვა ხაზი. მან თითოეულ ოფიცერს, სერჟანტს და რიგითს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო კარიერაში წარმატებები უსურვა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ღონისძიება მე-13 ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) და აშშ-ის პირველი ქვეითი დივიზიის, პირველი ჯავშანსატანკო ბრიგადის ინსტრუქტორთა ჯგუფის „ყორანი“ დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.

მათივე ცნობით, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) და ამერიკელი დამკვირვებელ-მაკონტროლებლების ერთობლივი შეფასებით, მე-13 ბატალიონი მზად არის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის გეგმით გათვალისწინებული დავალებები მაღალ დონეზე და ეფექტიანად შეასრულოს. მე-13 ბატალიონის წვრთნა ბრძოლასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში, ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში 13 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქვედანაყოფის მომზადებაზე პასუხისმგებლები საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველი და აშშ-ის I ქვეითი დივიზიის, I ჯავშანსატანკო ბრიგადის ინსტრუქტორთა ჯგუფის „ყორანი“ ინსტრუქტორები იყვნენ. სწავლების განმავლობაში მე-13 ბატალიონის შესანარჩუნებელი და გასაუმჯობესებელი მხარეებიც გამოვლინდა.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვედანაყოფი CTC-ის ხელმძღვანელობის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით, შიდამოსამზადებელი სწავლების გეგმას (Homestation Training Plan) შეიმუშავებს და უკვე დისლოკაციის ადგილზე გააგრძელებს მომზადებასა და გეგმით დასახული ამოცანების შესრულებას.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია