სოფელ შამგონას მკვიდრი, რომელიც ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, გალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაკავებული სოფელ შამგონას მკვიდრი, 38 წლის გელა როსტობაია გალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

გელა როსტობაია 5 აპრილს დააკავეს. მისი ოჯახის წევრები დაკავებულის მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ვერსიას გამორიცხავდნენ. როსტობაიას მამა შვილის დაკავების შემდეგ აცხადებდა, რომ ისინი მდინარესთან ახლოს ცხოვრობენ და სათევზაოდ არაერთხელ წასულან, თუმცა გაღმა ნაპირზე არასოდეს გადასულან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა