უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით, ეკა ბესელიას და 12 დეპუტატის კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მიმდინარე კვირას განიხილავენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიასა და 12 დეპუტატის მიერ ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მიმდინარე კვირას განიხილავენ.

რაც შეეხება სესიას, კანონპროექტის ინიციატორები, განხილვებს ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს" დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა, ინიციატივის განხილვა სწორედ რეკომენდაციების გასაჯაროების შემდგეგ იქნება უპრიანი.

„ამ კვირაში ჩემი და ირაკლი კობახიძის კანონპროექტის განხილვები იქნება. ის კანონპროექტი მიღებულია და ჩვენი კანონპროექტის განხილვას ამ კვირაში ველოდებით კომიტეტზე. სესიაზე ვფიქრობ, გავიტანთ მაშინ, როცა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გვექნება და ეს იქნება უფრო უპრიანი, რომ ამ რეკომენდაციის განხილვა მოხდეს რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდგომ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიასა და დეპუტატთა 12 კაციანი ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის 10 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და არ არის ნასამართლევი. ამ კანონპროექტით, მოსამართლეობის კანდიდატი ვერ გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ან იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან გასული არ არის 1 წელი.

საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების დროს მხედველობაში უნდა მიიღოს, ხომ არ იყო იგი იმ საქმის განმხილველი მოსამართლე, რომელში მსჯავრდებული არის „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან დევნილი პირი; ასევე, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა