ავღანეთში ქართული კონტინგენტის მორიგი როტაცია ხორციელდება

ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, 43-ბატალიონისა და მე-3 ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ. მათ ქართველ მშვიდობისმყოფელებს სიტყვით მიმართეს, მისიის წარმატებით შესრულება, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს წვლილზე გაამახვილა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორების მხარდამხარ მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში კონტრიბუციას, რითაც ქართველი სამხედროები საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებასაც იცავენ. თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველო-აშშ-ისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ხაზგასმით აღნიშნეს.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ეროვნული გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა დალოცა, რომელიც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში კონტინგენტთან ერთად მიემგზავრება. ღონისძიების დასასრულს საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს პირადად გაესაუბრა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) მომზადდა. ბატალიონი ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეასრულებს. ქვედანაყოფი როტაციის წესით, მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. მე-3 ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული კი, მაიორ ხვიჩა ნიგურიანის მეთაურობით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ