ანონსი  9 აპრილი

9 აპრილს, 00:30 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

9 აპრილს, 10.00 საათზე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საჯარო განხილვას გამართავს. დეპუტატები დამსწრე საზოგადოებასთან ერთად დედაქალაქში მდებარე 6 ქუჩისთვის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელებენ.

საკრებულო, დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზი

9 აპრილს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრები 9 აპრილის გმირთა მემორიალს ტიტებით შეამკობენ

მის: პარლამენტის სასახლის წინ, (რუსთაველის გამზირი N8)

9 აპრილს, 11:00 საათზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების 30 წლისთავთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა გაიმართება

მის: პარლამენტის სასახლის ეზო (რუსთაველის გამზირი N8)

9 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე, მისი პირადი მწვრთნელი გელა მახარაშვილი და ძალოსანის მამა, ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: თათია ლორთქიფანიძის ევროჩემპიონატიდან მოხსნა. ძალოსანი ნაკრების მთავარი მწვრთნელის მხრიდან შევიწროებაზე საუბრობს. დავა სასამართლოში გაგრძელდება.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1 .

საკონტაქტო : 593 53 45 24

9 აპრილს, 11:30 საათზე, ’’ევროპული საქართველო- თავისუფალი დემოკრატების’’ ბლოკის ლიდერები, გიგა ბოკერია და შალვა შავგულიძე 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08

9 აპრილს, 12:00 საათზე, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები 9 აპრილს დაღუპული ეროვნული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ

9 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ღია ცის ქვეშ კონცერტს გამართავენ საქართველოს და ლიეტუვას გუნდები, რითაც პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

მის: რუსთაველის გამზ. 10 / თბილისის პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე სკვერი

საკონტაქტო ჯაბა სიხარულიძე - 577 28 87 87

9 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს

9 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 07-ე აუდიტორიაში ჩატარდება ახალგაზრდა პოეტის - ბექა ზამთარაძის წიგნის ,,თავისუფლების სახელით’’ პრეზენტაცია.​

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა