საქართველოს ელჩი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მამუკა მურჯიკნელმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბენდინიაზ მიატიევთან და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ბაჰარგულ აბდიევასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, საქართველოს ელჩმა მამუკა მურჯიკნელმა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბენდინიაზ მიატიველმა საუბრისას ქართულ - თურქმენული ურთიერთობების აქტუალურ საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებას; ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარებას; თურქმენეთში ქართული პროდუქციის წარმოჩენის ხელშეწყობას; თბილისსა და აშხაბადს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით ქალაქ აშხაბადში ერთობლივი ღონისძიების ჩატარებას. საქართველოს ელჩმა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბაჰარგულ აბდიევამა ისაუბრეს კულტურის სფეროში საქართველოს და თურქმენეთს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. ასევე მათ გამოთქვეს დაინტერესება კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით ქალაქ აშხაბადში ერთობლივი ღონისძიების ჩატარებაზე და იმსჯელეს სამომავლოდ კულტურის დღეების გაცვლის შესაძლებლობებზე. როგორც, თურქმენეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ნოემბერში ქალაქ აშხაბადში დაგეგმილ თეატრალურ ფესტივალზე სიამოვნებით იხილავდა ქართული თეატრის წარმომადგენლებს და სურვილი გამოხატა ორი ქვეყნის მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა