კახა კალაძე - ჩვენ გვეამაყება ეს დღე, მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, რა მნიშვნელობა აქვს 9 აპრილს

დედაქალაქის მერმა 9აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. კახა კალაძის თქმით, 9 აპრილი ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან ეს თარიღი ერთი მხრივ, ტრაგედიასთან ასოცირდება, ხოლო მეორე მხრივ, ამ დღეს ქვეყნის გათავისუფლებისკენ დაიწყო ბრძოლა.

"30 წელი გავიდა იმ სისხლიანი ღამიდან. ტრაგედიას, რომელიც ჩვენს დედაქალაქში დატრიალდა 9აპრილს, ორმაგი დატვირთვა აქვს. პირველი, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია - 21 ადამიანი დაიღუპა იმ ღამეს, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის დასაწყისი ქვეყნის გათავისუფლებისთვის. ეს იყო დღე, როცა დაიწყო იმპერიის ჩამოშლა. ჩვენ გვეამაყება ეს დღე. მადლობა თავისუფლებისთვის. მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს 9აპრილს," - განაცხადა კახა კალაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს