მარიამ ჯაში - ყველა პოლიტიკურ ძალას ვთხოვ, რომ ტრაგედია, რომელიც ია კერზაიას და მის ოჯახს უკავშირდება, მაქსიმალურად იყოს დაშორებული პოლიტიკური პროცესებისგან

ყველა პოლიტიკურ ძალას ვთხოვ, რომ ეს ტრაგედია, რომელიც უკავშირდება ქალბატონ ია კერზაიას და მის ოჯახს, იყოს მაქსიმალურად დაშორებული პოლიტიკური პროცესებისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე საუბრისას განუცხადა. ჯაშის თქმით, ხელისუფლების ინტერესია ეს საქმე დროულად იყოს გამოძიებული.

„პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესია, რომ მაქსიმალურად დროულად იყოს ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული. ბუნებრივია, საბოლოო პოზიცია და პასუხი ეკუთვნის გენერალურ პროკურატურას და ჩვენ დაველოდებით მათ პოზიციას", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, ამ საქმეზე განათლების კომიტეტმა რამდენიმე მოსმენა ჩაატარა და სამინისტროსგან დეტალური ინფორმაციაც მიიღო.

„განათლების კომიტეტში ორჯერ საკმაოდ დეტალური განხილვა ჩავატარეთ იმ მოვლენების, ქრონოლოგიის, რომელიც მოხდა და აბსოლუტურად ამომწურავად ინფორმაცია იქნა მოწოდებული განათლების უწყების მხრიდან. ყველა ჩემს კოლეგას, ყველა პოლიტიკურ ძალას ვთხოვ, რომ ეს ტრაგედია, რომელიც უკავშირდება ქალბატონ იას და მის ოჯახს იყოს მაქსიმალურად დაშორებული პოლიტიკური პროცესებისგან, მით უმეტეს დღეს, როცა ჩვენ შევდივართ საარჩევნო პროცესში, კონკრეტულად ზუგდიდის შემთხვევაში. მე ვფიქრობ მაღალია რისკი, რომ ეს ტრაგედია იყოს პოლიტიკური კუთხით და მოტივაციით გამოყენებული", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა