ლიეტუვას საელჩო 9 აპრილზე - ლიეტუველებისათვის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად ნაცნობია, რადგან მასაც მოუწია მსხვერპლის გაღება თავისუფლებისთვის

ლიეტუვას საელჩო საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ეხმაურება და „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ათეულობით წლების შემდეგაც ქვეყანას მუდმივად უნდა ახსოვდეს, თუ ვის უნდა უმადლოდეს თავისუფლებას.

„30 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, როცა საქართველო შეეჭიდა საბჭოთა რეპრესიებს და მტკიცედ დადგა თავისუფლებისათვის, რაც აღმოჩნდა კიდეც საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი - სამწუხაროდ ამ ყველაფერს 21 მამაცი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მათი მსხვერპლი უშედეგო არ ყოფილა - 2 წლის თავზე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ლიეტუველებისათვის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად ნაცნობია, რადგან 1991 წლის 13 იანვარს, ლიეტუვაც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა და მასაც მოუწია მსხვერპლის გაღება თავისუფლების სადარაჯოზე. ამ მოვლენებიდან ათეულობით წლის შემდეგ მნიშვნელოვანია ერთი რამ - მუდმივად გვახსოვდეს, თუ ვის უნდა ვუმადლოდეთ დღევანდელ თავისუფლებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა