რამაზ საყვარელიძე - ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა დავუშვით, მათ შორის იყო რუსების მიერ ჩვენი დაყოფისკენ მიმართულ პროვოკაციებზე წამოგება

„ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა დავუშვით, მათ შორის იყო რუსების მიერ ჩვენი დაყოფისკენ მიმართულ პროვოკაციებზე წამოგება“, - ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ექსპერტი შეეხო 9 აპრილს, ასევე, ისაუბრა საქართველოს მიერ ბოლო 30 წლის განმავლობაში განვლილ გზაზე და აღნიშნა, რომ ამ წლებში იყო როგორც წინსვლა, ისე - შეცდომები, რაც განვითარებას თან ახლავს.

„9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა გახდა ცხადი და ამაშია მისი უდიდესი როლი. ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრს მივაღწიეთ და ბევრი შეცდომაც დავუშვით. ეს ბუნებრივია, რადგან განვითარება სწორი ხაზით არასდროს მიდის. შეცდომა შიდა დაპირისპირებებიც იყო იმ მომენტისთვის, როცა მართლა კონსოლიდაცია გვინდოდა. რუსების ხრიკებმა, ხერხებმა, რაც ჩვენი დაყოფისა და დანაწევრებისკენ იყო მიმართული, გაჭრა. შეცდომები პროვოკაციების შედეგი იყო, მაგრამ პროვოკაციებზე წამოგებაც უკვე შეცდომაა. დღესდღეობით კი, დემოკრატიულ პოლიტიკას ყოველთვის ახლავს პოლიტიკური დაპირისპირება და ეს ბუნებრივია. თუმცა სხვა მხრივ, ფიზიკური დაპირისპირებისკენ ნაბიჯის გადადგმის საფრთხე აღარ გვემუქრება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საყვარელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა