სერგი კაპანაძე - ივანიშვილის და მისი გუნდის ლოგიკა ხომ ის იყო, რომ ავლაბრის სასახლის შენახვაზე ბევრი ფული იხარჯებოდაო - ახლა ორი სასახლე უნდა შევინახოთ?

ივანიშვილის და მისი გუნდის ლოგიკა ხომ ის იყო, რომ ავლაბრის სასახლის შენახვაზე ბევრი ფული იხარჯებოდაო. ახლა ორი სასახლე უნდა შევინახოთ? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ავლაბრის სასახლის საცერემონიო სასახლედ გარდაქმნას. კაპანაძის შეფასებით, თუ ავლაბარში საცერემონიო ცენტრი განთავსდება, ეს ცუდი არ იქნება, თუმცა მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ხალხს ორი სასახლის შენახვა უწევს, რაც თანხების დაზოგვას არ ნიშნავს.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ „ერთი კაცის ხუშტურებზეა აგებული მთელი სისტემა.“

„მე მგონია, რომ ავლაბრის სასახლე თავისი ფუნქციის გათვალისწინებით არის საპრეზიდენტო სასახლე. ამიტომ მგონია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი იქ უნდა შესულიყო. ჯერ კიდევ არ არის გვიან, თუ გადაიფიქრებს. ეს არ არის ერთი ადამიანის სასახლე, ეს არის საპრეზიდენტო ინსტიტუციის კუთვნილი ინფრასტრუქტურა და თუ იქ საცერემონიო ცენტრი განთავსდება, მე ამაში რამე პრობლემას ვერ ვხედავ. პირიქით, ეს უფრო ახლოს იქნება იმ იდეასთან, რომელზეც მე ვსაუბრობ, უბრალოდ ერთი კითხვა მიჩნდება: ივანიშვილის და ამ გუნდის ლოგიკა ხომ ის იყო, რომ ავლაბრის სასახლის შენახვაზე ბევრი ფული იხარჯებოდაო. ახლა ორი სასახლე უნდა შევინახოთ, ერთი ათონელზე და მეორე ავლაბრის? ეს საბოლოო ჯამში ხომ აჩვენებს, როგორი არათანმიმდევრული, არალოგიკური და ერთ კაცის ხუშტურებზეა აგებული მთელი ეს სისტემა. ანუ, რასაც ის კაცი იტყვის, ისე აკეთებენ. ის ლოგიკა, რასაც მანამდე ავრცელებდნენ, თურმე არ ყოფილა სიმართლე. არ არის თურმე ხარჯების ეკონომიაზე საუბარი. საუბარია იმაზე, რომ როგორც მოეწონებოდა ბატონს, ისე გაკეთებულიყო. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ათონელის სასახლე არ იყო საპრეზიდენტო სივრცე. წესით, ლოგიკური იქნებოდა, რომ პრეზიდენტის სასახლე ყოფილიყო ავლაბარში და ათონელი გამოყენებული ყოფილიყო სხვა მიზნებისთვის,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა