ნათესავებმა ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ოტობაიაში გარდაცვლილი ორსანტია-ოტობაიის გამყოფ ხიდთან დაიტირეს

ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში, ენგურის ნაპირას ნათესავები ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ოტობაიაში გარდაცვლილი ჯ.თ-ს სახლიდან გამოსვენებას ელოდებიან. გარდაცვლილის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 50-მდე მეტრშია. ნათესავების თქმით, ისინი აქ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ გამოღმა ნაპირიდან მიაგონ პატივი მიცვალებულს.

„კარგად ჩანს სახლი, საიდანაც მიცვალებული უნდა გამოასვენონ და აქედან მაინც დავიტირებთ. დღეს უნდა დაკრძალონ ოტობაიაში და აქედან გადმოსვენების პროცესს ვნახავთ. იმ სოფელში ვარ გაზრდილი, ექვსი წელია რაც არ გადავსულვარ იმიტომ, რომ ზუგდიდში ვარ გათხოვილი და ოკუპირებულ აფხაზეთში, რომ გადავიდე, შესაბამისი საბუთი არ მაქვს. გარდაცვლილი ჩემი ბიძაშვილია, რომელსაც ვერ ვტირი. აქამდე ხიდთან მოასვენებდნენ მიცვალებულს და ისე შეგვეძლო დატირება, ახლა რუსმა სამხედროებმა ესეც აკრძალეს", - ამბობს გარდაცვლილის ბიძაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა