ანგელა მერკელი ტერეზა მეის შეხვდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიჩნევს, რომ „ბრექსითის“ გადავადება 2020 წლამდე შესაძლებელია. „დიოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მეთაურმა 9 აპრილს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კანცლერის განცხადებით, მეი მას დაპირდა, რომ ლონდონი შეასრულებს მის მიერ აღებულ ყველა ვალდებულებას, ვიდრე ევროკავშირის წევრი იქნება. მერკელმა ასევე დაადასტურა, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის განზრახვას, წინ აღუდგეს არარეგულირებად „ბრექსითს“.

დღესვე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიიღებს თუ არა ლონდონი ევროპარლამენტის არჩევნებში 23-დან 26 მაისამდე პერიოდში მონაწილეობას, მითითებულ თარიღამდე ცოტა ხნით ადრე გახდება ცნობილი.

10 აპრილს ბრიუსელშიევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები კენჭს უყრიან საკითხს, რომელიც დიდი ბრიტანეთისთვის „ბრექსითის“ 30 ივნისამდე გადავადებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ბერლინში მოლაპარაკებებზე ჩასულ ტერეზა მეის, რომლის დასახვედრად წითელი ხალიჩა გაშალეს, ანგელა მერკელი არ დახვედრია. „ინდეფენდენტის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ შენობაში ტერეზა მეი მარტო შედის, ცოტა ხნის შემდეგ ის და ანგელა მერკელი ერთად გამოდიან წითელ ხალიჩაზე, ფოტო და ტელეკამერების წინ ერთმანეთს ესალმებიან და ისევ შენობაში ბრუნდებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა