კახა ბასილია - ჩემს წინააღმდეგ ბრალდება თითიდან გამოწოვილია - ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ვთქვი, რომ 2020 წლისთვის პოლიტიკაში წავალ

ჩემს წინააღმდეგ ბრალდება თითიდან გამოწოვილია და ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ვთქვი, რომ 2020 წლისთვის პოლიტიკაში წავალ, - ამის შესახებ კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ განაცხადა, როდესაც სუს-ის მიერ მის პასუხისგებაში მიცემაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, დაკავებული არ ყოფილა.

„ეს დაიწყო იმის შემდეგ, რაც მე გამოვხატე გარკვეული პოზიციები, რომ ბევრი რამ, რაც 2012 წლიდან კეთდება, არ მომწონს და დეკემბერში პრეზიდენტის არჩევნების დროს დავაფიქსირე, რომ მე ამ კამპანიაში არ ჩავერევი, მაქვს ჩემი მოსაზრებები და ალბათ, 2020 წლისთვის წავალ პოლიტიკაში”, - განაცხადა ბასილიამ.

მისი თქმით, პოლიტიკაში არც ამჟამინდელ მმართველ პარტიასთან და არც ყოფილ მმართველ პარტიასთან არ ექნება ურთიერთობა.

„განვიხილავთ, ბევრი შემოთავაზებაა. მესამე ძალა რაც შეიქმნება, მას შევუერთდებით", - აღნიშნა ბასილიამ.

მისივე თქმით, თუ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს, ნებისმიერი სპორტსმენის გამოკითხვა შესაძლებელია, რაც ჯერ არ მომხდარა.

„შარშან, როდესაც კულტურის და განათლების სამინისტრო გაერთიანდა, ბევრი, მათ შორის, საბუღალტრო პრობლემა იყო. ჩემი მდივანი ამ პერიოდში ოჯახს ქმნიდა და ძალიან დაჩქარებულ ტემპში აბარებდა ამ საბუთებს და პირობა იყო, რომ მათი ჩაბარების შემდეგ გამეშვა. მართლაც ასე მოხდა. შეიძლება იმ გოგოს მართლა არ აქვს რამე გაკეთებული, მაგრამ ბრალდება, რომ 4 კაცი წავიდა, სისულელეა - ვიმეორებ, მხოლოდ მედალოსანი სპორტსმენების რაოდენობა 74-ია. თუ ეს არაა პოლიტიკური მოტივით დევნა, ნებისმიერ გამომძიებელს შეუძლია, ეს ადამიანები დაიბარონ და გამოკითხონ. მინდა ვიფიქრო, რომ ეს შეცდომაა. ძალიან დაბალი დონის უნდა იყო, რომ ეს ვერ წაიკითხო და გააცნობიერო. ნებისმიერს შეგიძლიათ, ღონისძიება დაგუგლოთ და ნახოთ, რამდენი ადამიანი იყო შეჯიბრზე, შარშან 28-29 აპრილს. ამის შესახებ შარშანაც დაბარებული ვიყავი და ავუხსენი, რომ ეს პროცესია, გვარების ჩანაცვლება იყო და ა.შ. ყოფილა სამინისტროშიც, როცა შეცდომით ჩაგვიბარებია, რაზეც გვიბარებენ, გაასწორე ან რამე თანხა დააბრუნეო. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და გართულება აქამდე არ მოჰყოლია“, - განაცხადა ბასილიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილთან დაახლოებულ ერთ-ერთ ჩინოვნიკის ინტერესები აქვს, რომ კარატეს ფედერაციის ხელმძღვანელი არ იყოს.

„ახლა არ მინდა ამაზე საუბარი, ვფიქრობ, ეს ადამიანი გონს მოეგება და მიხვდება, რომ ხელისუფლებაში ყოფნა დროებითია და მას მოუწევს, პასუხი აგოს", - განაცხადა ბასილიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა