სოფო ხუნწარია - ბიბლიოთეკარების სახელფასო პოლიტიკა გადაიხედება

ბიბლიოთეკარების სახელფასო პოლიტიკა გადაიხედება, ხოლო რეაბილიტირებულ ბიბლიოთეკებში მათ სამუშაოდ გადასვლა ტესტირების გარეშე შეეძლებათ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხუნწარიამ აღნიშნა, ყველა ბიბლიოთეკარი, რომელსაც სურვილი ექნება მერიასთან ითანამშრომლოს, საკუთარ ადგილს შეინარჩუნებს.

„როგორც იცით, დედაქალაქის მერიამ დააარსა მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები, სადაც უკვე შესაძლებელია გაერთიანდნენ მედიათეკები და ახლა უკვე ბიბლიოთეკები. ანუ სსიპ-ი თბილისის ბიბლიოთეკები და ააიპ-ი მედიათეკები იქნება ერთი სტრუქტურა. ყველა ბიბლიოთეკარი, რომელსაც სურვილი ექნება მერიასთან ითანამშრომლოს, შეინარჩუნებს საკუთარ ადგილს. საუბარია ასევე, ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, პირველ რიგში, საცავების გარემონტებაზე. ამისთვის პირველ ეტაპზე 900 ათასი ლარია გამოყოფილი. ჩვენ უნდა გვქონდეს შუალედური ვარიანტი ბიბლიოთეკებსა და მედიათეკებს შორის იმისთვის, რომ მკითხველი გაიზარდოს და მეტი მომხმარებელი გვყავდეს“, - განაცხადა ხუნწარიამ და დასძინა, რომ ასაკოვან ბიბლიოთეკარებს „წიგნის მცველის“ სტატუსი მიენიჭებათ და მათ თავიანთი ფუნქცია ექნებათ.

„რაც შეეხება გადამზადებას და გამოცდებს, ერთწლიანი მოლაპარაკებები გვქონდა ბიბლიოთეკარებთან და შევთანხმდით, რომ ტესტირების გარეშე გადმოვლენ ისინი მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში. თუმცა, მათი გადამზადება აუცილებლად მოხდება. ტესტირება არ ჩატარდება, უფრო საუბარი გვექნება სხვა ტიპის რეგულაციებზე, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება. ასევე მსჯელობა იქნება სახელფასო პოლიტიკაზე. საუბარია ბიბლიოთეკებისთვის საკუთარ შემოსავლებზე და მის ზრდაზე, ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, სახელფასო პოლიტიკაც გადაიხედება“, - განაცხადა ხუნწარიამ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააცხადა, რომ „ძალიან მძიმე მდგომარეობაა ბიბლიოთეკებში, ადამიანს ელემენტარულად არანაირი სურვილი არ გაუჩნდება იქ მივიდეს და წიგნი წაიკითხოს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა