თამარ ჩუგოშვილი - პრემიერის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას დასმული აქცენტები იყო ძალიან სწორი

„პრემიერ-მინისტრის მიერ დასმული აქცენტები იყო ძალიან სწორი. ეხებოდა ზუსტად იმას, რაზეც ქვეყანას გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ უნდა ესაუბრა,“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას. ჩუგოშვილი ასევე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ბახტაძის გამოსვლასთან დაკავშირებით.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, გიორგი კანდელაკის მოსაზრებები დასასმელ აქცენტებთან დაკავშირებით არაადეკვატურია.

„ჩემს კოლეგას ოპოზიციის მხრიდან თავისი წარმოდგენები აქვს ხოლმე, ვინ სად რა უნდა ილაპარაკოს. არავინ არ არის ვალდებული, რომ მისი დაწერილი დღის წესრიგით და მოსაზრებებით იხელმძღვანელოს, მით უმეტეს, რომ ამ ადგილას სრულიად არაადეკვატური და არარელევანტური მგონია მისი მოსაზრებები დასასმელ აქცენტებთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრის მიერ დასმული აქცენტები იყო ძალიან სწორი. ეხებოდა ზუსტად იმას, რაზეც ქვეყანას გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ უნდა ესაუბრა. ქვეყანას უნდა ესაუბრა ზუსტად იმაზე, ერთად რას მიაღწია საქართველომ და ევროსაბჭომ. ასევე, უნდა ესაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც დაგვრჩა და მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის ოკუპაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სახით. ზუსტად ეს საუბრები და ეს თემები არის რელევანტური ამ ორგანიზაციაში.

რაც შეეხება სანქცირების საკითხს, ამაზე საქართველოს პოზიცია ძალიან მკაფიო და ნათელია. ყველა ფორმატში, მათ შორის ორმხრივ შეხვედრებში, პრემიერ-მინისტრი ამასთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას და აქ საერთოდ არავის არ გააჩნია არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით, საქართველოს რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული ამ მიმართულებით. კითხვაც კი არ არსებობს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა