მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს დეპუტატის კითხვაზე დემოკრატიასთან დაკავშირებით - საქართველო სრული დემოკრატიაა, თუმცა გვესმის, რომ არის ხარვეზები და გვსურს ეს ხარვეზები გამოვასწოროთ

გამოცემა „ეკონომისტმა“ საქართველოს, როგორც ჰიბრიდული და არა სრული დემოკრატიის კლასიფიცირება მოახდინა. გაისად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. როგორ უზრუნველყოფთ, რომ საქართველო სრული დემოკრატია გახდება? - ამ შეკითხვით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ჯონ ჰაუელმა საქართველოს პრემიერს, მამუკა ბახტაძეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართული დებატებისას მიმართა.

„საქართველო სრული დემოკრატიაა. ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიაზე გადავერთვეთ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. თქვენ სანდო რეპუტაციის მქონე გამოცემა ახსენეთ, თუმცა ნება დამრთეთ ინფორმაცია მოგაწოდოთ. ადამიანის უფლებების დაცვისა და ჩვენი ეკონომიკის განვითარების კუთხით გვაქვს წარმატებები. როდესაც საქმე ეხება დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვას, საუკეთესო მაჩვენებელი სტრასბურგის სასამართლოა. საქართველოს მოქალაქეების მიერ სასამართლოში სარჩელით მიმართვის მაჩვენებელი 80%-ით შემცირდა. Doing Business-ის ინდექსში მეექვსზე ადგილზე ვართ. თუმცა გვესმის, რომ არის ხარვეზები და გვსურს ეს ხარვეზები გამოვასწოროთ. ჩვენ მოტივირებულნი ვართ ეს გავაკეთოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა