დიდუბეში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა ათ მისამართზე მოწესრიგდა

დიდუბის რაიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა ათ მისამართზე მოწესრიგდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სამ ობიექტზე საცხოვრებელი შენობის სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შეკეთდა სამი ამორტიზებული ლიფტი და საერთო სარგებლობის კიბე, სამ მისამართზე კი წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა.

საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 118 400 ლარი გამოიყო.

ამ ეტაპზე, სამუშაოები 11 მისამართზე მიმდინარეობს. გორის ქუჩის N31-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-13 და 21-ე კორპუსების დაზიანებული სახურავები იცვლება, დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-9 კორპუსში საერთო სარგებლობის კიბეების, ხოლო სამტრედიის ქუჩის N6 კორპუსსა და დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-7 კორპუსში სადარბაზოს რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ექვს მისამართზე წყალარინების ქსელი შეიცვლება, ამორტიზებული ლიფტები კი განახლდება.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები - შპს „სითი+“, „ოკრიბა“, საბა+“, „ჯეოლიფტი“, „სატურნი“ და „მისო“ ახორციელებენ.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა 100%-ით აფინანსებს, ხოლო ამხანაგობას საკუთარ ანგარიშზე კონკრეტული პროექტის ღირებულების 10% შეაქვს, რასაც საერთო ქონების რეაბილიტაციას მოახმარს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა