ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი მამუკა ბახტაძეს - შეგიძლიათ პირობა დადოთ,  რომ ია კერზაიას ტრაგიკული შემთხვევა ზედმიწევნით იქნება გამოძიებული?

შეგიძლიათ პირობა დადოთ, რომ ია კერზაიას ტრაგიკული შემთხვევა ზედმიწევნით იქნება გამოძიებული? ამ შეკითხვით საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ბორიანა ობერგმა მიმართა.

„საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს დასკვნაში აღნიშნულია ზეწოლა საჯარო მოხელეებზე. გასულ კვირას ევროპარლამენტის 11 წევრმა წერილში მოგიწოდათ გამოიძიოთ ია კერზაიას სიკვდილი, რომელიც საჯაროდ აცხადებდა მასზე ზეწოლის შესახებ და ამბობდა, რომ ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვისკენ უბიძგებდნენ. შეგიძლიათ პირობა დადოთ, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა ზედმიწევით იქნება გამოძიებული?“ - ჰკითხა საქართველოს პრემიერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა.

საქართველოს პრემიერმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ამ ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს“.

„რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ადამიანური ტრაგედია იყო. მსურს მივუსამძიმრო ია კერზაიას ოჯახის წევრებს. ამავე დროს, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს ამ ტრაგედიას. მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება უპასუხებს ყველა რელევანტურ შეკითხვას ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით“, - დასძინა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა