თბილისში კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია იხსნება

ხვალ თბილისში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ გაიხსნება, რომელსაც შესაძლებლობა ექნება წელიწადში 6 000 000 ტესტის კვლევა განახორციელოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ლაბორატორია უახლესი სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი და მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყოფს დიაგნოსტირებას.

“მეგალაბის” მუშაობის ხარისხს აკონტროლებს ხარისხის კონტროლის საერთაშორისო ქსელი, რომელსაც ამერიკული, გერმანული და ბრიტანული კომპანიები Cap (აშშ) ; RFB (გერმანია) INSTAND (ბრიტანეთი); RIQAS (ბრიტრანეთი) წარმოადგენენ.

„მეგალაბის“ ბაზაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად გაიხსნა ციფრული პათოლოგის დეპარტამენტი, სადაც მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება პათო-მორფოლოგიური კვლევები. “მეგალაბში” პათოლოგიის მიმართულებას, ჰოლანდიაში მოღვაწე ცნობილი პათოლოგი, ალექსი ბაიდოშვილი უხელმძღვანელებს.

ლაბორატორიის კლინიკურ მიმართულებას ნინო აბესაძე უხელმძღვანელებს, კლინიკური კვლევების დეპარტამენტი სრულად ავტომატიზირებულია და ანალიზების სრული სპექტრის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. “მეგალაბში” ხორციელდება მოლეკულური, გენეტიკური და მაღალი ხარისხის მიკრობიოლოგიური კვლევები.

საათში ლაბორატორიას ერთდროულად შეუძლია 2000 სხვადასხვა ტესტის კვლევა.

“მეგალაბის” პროექტში “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” 20 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელა, ლაბორატორია ახლა JCI (JOIN Commission international) სტანდარტის მოპოვების პროცესს გადის.

ქვეყანაში ლაბორატორიული სერვისების გაძლიერება ხელს შეუწყობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტების მკურნალობის პროცესს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია