გედევან ფოფხაძე - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გადაყვანას მპირდებოდა

ბიძინა ივანიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გადაყვანას მპირდებოდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ვანო ზარდიაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადავიდოდა და ამ გზით, კომიტეტის თავმჯდომარეთა მოადგილეების ერთგვარი „გაცვლა“ მოხდებოდა, ვინაიდან არც ვანო ზარდიაშვილს ჰქონდა კარგი ურთიერთობა იურიდიული კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან და არც გედევან ფოფხაძესა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს შორის არსებობდა კარგი დამოკიდებულება. გედევან ფოფხაძის განცხადებით, ივანიშვილმა აღნიშნული დაპირება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევის შემდგომ მისცა.

ამ თემაზე და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე გედევან ფოფხაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაშიც "360 გრადუსი" ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ბატონ ბიძინას რაღაცეები ავიწყდება. მას დაავიწყდა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარემ ჩამომართვა ხელი და მომცა პირობა, რომ ვანო ზარდიაშვილს გადავიყვან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პირველ მოადგილედ და შენ გადმოგიყვან იურიდიულ კომიტეტშიო. უმრავლესობის სხდომაზე. ეს ხდებოდა მისი დაბრუნების შემდეგ. როდესაც ივანიშვილი დაბრუნდა და ჩვენს შორის მოხდა პირველი შეხვედრა, ჩემი, ზაზა პაპუაშვილის და ნუკრი ქანთარიას მონაწილეობით, მოვისმინეთ მისი პოზიცია, მან მოისმინა ჩვენი პრეტენზიები და მე ბევრი რამ ვუხსენე, მათ შორის ვანო ზარდიაშვილი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა