ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და IFC-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯორჯინა ბეიქერმა. საუბარი შეეხო ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და საფინანსო სექტორში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ჩართულობისა და ლარიზაციის პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა მიმოიხილეს რეფორმები, რომელთა მიზანია, ქვეყანაში საშუალო და მცირე ბიზნესის წახალისება, ადამიანური კაპიტალის განვითარება.

„შეხვედრა ქართულ დელეგაციასთან ძალიან წარმატებული იყო. ფინანსთა მინისტრთან განვიხილეთ ისეთი საკითხები როგორიცაა: ქვეყნის ენერგეტიკული სექტორისა და კაპიტალის ბაზრის განვითარება, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივა. ვფიქრობ, აღნიშნული მიმართულებით, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან კარგი საფუძველი, რადგან საქართველოს ეკონომიკური ზრდა, სწორედ დამოკიდებულია მტკიცე და მყარ ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებზე“, - აღნიშნა IFC-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯორჯინა ბეიქერმა.

სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ინვესტიციებითა და საკონსულტაციო მომსახურებით, საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა