ირაკლი ურუშაძე წყალმომზადების სისტემების შესახებ დაგეგმილ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგება

„წყალმომზადების სისტემები - EU სტანდარტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობა" პირველ საერთაშორისო კონფერენციას 12 აპრილს უმასპინძლებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰუბერტ ქნირში გახსნის.

მათივე ცნობით, კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ურუშაძე კომპანიის საქმიანობას და პრიორიტეტებს გააცნობს. ისაუბრებს კომპანიის ოპერირების არეალში წყალმომარაგების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და გეგმებზე, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორულ თანამშრომლობასა და ინფრასტრუქტურულ საინვესტიციო გარემოზე.

„შეხვედრაზე დარგის ექსპერტები და წყალმომარაგების სექტორის წარმომადგენლები სფეროში არსებულ სიახლეებსა და წყალმომზადების პროცესის სწორად წარმართვის მნიშვნელობაზეც იმსჯელებენ.

ღონისძიებას, 24 -ე საერთაშორისო სამშენებლო გამოფენის CAUCASUS BUILD-ის ფარგლებში, კომპანია ,,აკვალაინი“ უწევს ორგანიზებას. კონფერენცია 11:00 საათზე „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში გაიხსნება“, - აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა