ალეკო ელისაშვილი - ის პირი უჩანს, რომ პარტიაში მარტო ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე დარჩებიან

ის პირი უჩანს, რომ მარტო ირაკლი კობახიძე დარჩება და ბიძინა ივანიშვილი, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების ვახტანგ შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლა.

ელისაშვილის თქმით, მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლით დასრულდება.

„მივესალმები „ქართული ოცნების“ დაშლას. რაც ბევრი წამოვა იქიდან, უკეთესი იქნება. ის პირი უჩანს, რომ მარტო ირაკლი კობახიძე დარჩება და ბიძინა ივანიშვილი და მერე ელაპარაკონ ერთმანეთს. „ქართული ოცნების“ მატარებელმა უკვე ჩაიარა. უბრალოდ დროის ამბავია როგორ და რამდენად უმტკივნეულოდ წავა ივანიშვილი. გემი რომ იძირება „ქართული ოცნების“, უკვე ყველა გრძნობს და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური პროცესი.

ივანიშვილმა ქვეყანა ამ ნაძირალა ჩინჩალაძეებს და მურუსიძეებს გადააყოლა. რატომ მიჰყვება უფსკრულში ამ კაცს ვერ ვხვდები, რატომ არის ასე გადაფიჩინებული ამ კაცზე ვერ ვხვდები. შვილის ასეთი სიყვარული მესმის, ცოლის სიყვარული მესმის, მაგრამ მურუსიძე ასე რატომ უყვარს, ვერაფრით ვერ ვხსნი. იმდენად უყვარს, რომ მზად არის ყველაფერი გადააყოლოს ამ მურუსიძისადმი ტრფობას. ეს პროცესები დამთავრდება იმით, რომ „ქართული ოცნება“ წავა ხელისუფლებიდან. ახლა ის არის მთავარი, რამდენად მტკივნეულად მოხდება ეს. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ დიდი არეულობით არ მოხდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს