დავით სერგეენკო ვენაში ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვენაში ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მინისტრის მოხსენებაში - „პარტნიორობის მნიშვნელობა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებისთვის“ ხაზგასმული იყო პროგრამის წარმატების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორები. კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან მაღალი მზაობა და მხარდაჭერა, მედიკოსთა პროფესიონალიზმი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა.

„მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა მყარი და ქმედითი პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოხატა მადლიერება საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის აშშ-ს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“, ინოვაციური დიაგნოსტიკის ფონდისა და ტექნიკურ მრჩეველთა გუნდის მიმართ. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ ექიმებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

სესიაზე, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას დაეთმო, საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს პროგრესი C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით.

საერთაშორისო კონგრესი ღვიძლის დაავადებების შემსწავლელი ევროპის ასოციაციის (EASL) ორგანიზებით ტარდება და ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა ჯანდაცვის სფეროში. კონგრესს დარგის საერთაშორისო ექსპერტები და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა