კახა კალაძე - ლადო კახაძის გული სავსეა სიკეთით და ეს დამოკიდებულება აკლია ჩვენს ყოველდღიურობას, მით უმეტეს პოლიტიკას

როგორც ნამდვილი ექიმი, ლადო კახაძე ყველას გადარჩენის, ყველას დაცვის მიზეზებს ეძებს და პოულობს კიდეც, რადგან მისი გული სავსეა სიკეთით და ეს დამოკიდებულება აკლია ჩვენს ყოველდღიურობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის ლადო კახაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად სიკეთის მთესველი ადამიანი გვყავს წარდგენილი. ადამიანი რომლის პროფესიაც პირდაპირ არის დაკავშირებული სიცოცხლესთან და სიკეთის კეთებასთან. ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანებზე ცუდს ვერ დააცდენინებ. ის როგორც ნამდვილი ექიმი, ყველას გადარჩენის, ყველას დაცვის მიზეზებს ეძებს და პოულობს კიდეც, რადგან მისი გული სავსეა სიკეთით. სწორედ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულებაა ის, რაც ბოლო დროს ჩვენს ყოველდღიურობას და მითუმეტეს პოლიტიკას ძალიან აკლია“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან კახა კალაძემ მთაწმინდაზე პროექტების განხორცილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთაწმინდის ეკონომიკური პოტენციალის ათვისება ბოლომდე უნდა მოხდეს, რაც არსებითად გაზრდის მთაწმინდის რაიონში მცხოვრები ადამიანების შემოსავლებს

„მთაწმინდაზე ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ, რადგან მის მდიდარ არქიტექტურულ და კულტურულ მემკვიდრეობას, განსაკუთრებული ზრუნვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიმართულებით არსებული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოტენციალის ასათვისებლად და გასავითარებლად. მთაწმინდა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რაიონია და ჩვენ თქვენთან ერთად, მთაწმინდის ეკონომიკური პოტენციალი ბოლომდე უნდა ავითვისოთ, რაც არსებითად გაზრდის მთაწმინდის რაიონში მცხოვრები ადამიანების შემოსავლებს. დარწმუნებული ვარ მთაწმინდელების თანადგომით თქვენ ღირსეულად გაიმარჯვებთ და თქვენი სახით თბილისს, მთაწმინდის ოლქს პარლამენტში კიდევ ერთი ღირსეული ქომაგი შეემატება. თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, ტრადიციებით, კეთილდღეობით სავსე ქალაქი და ამას ჩვენ ყველა ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა