ანონსი 12 აპრილი

12 აპრილს, 09:30 საათზე, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“ სასტუმრო „ჰოლიდეინში“ კონფერენციას გამართავს. ღონისძიება ფონდის ტრადიციად ქცეულ კონფერენციათა სერიის გაგრძელებაა- “ახალგაზრდების დასაქმება - არსებული გამოწვევები და მიდგომები“.

კონფერენციის მიმდინარე თემაა - „ტრანსვერსული უნარების განვითარება - თანამშრომლობის მექანიზმები ფორმალური და არაფორმალური განათლების ინსტიტუტებს შორის“.

მის: 26 მაისის მოედანი #1

12 აპრილს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, ევროკავშირის ახალი პროექტის „საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“ პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის და სხვა სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები.

12 აპრილს, 11:00 საათზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას: „წყალმომზადების სისტემები - EU სტანდარტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობა".

მის.: „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონი

საკონტაქტო: ლელა კიკალეიშვილი - 599 85 52 51

12 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი და ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „ჯოჯოხეთად ქცეული დასვენება“: რა ხდება მცხეთა -სტეფანწმინდის გზაზე და კურორტ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე. პრობლემები, რომელიც ტურისტულ პოტენციალს დარტყმის ქვეშ აყენებს

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1

საკონტაქტო : 593 53 45 24

12 აპრილს,11:00 საათზე , დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12 აპრილს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასტუმრო „თბილისი პარკ ჰოტელში“, კვლევის პრეზენტაციას გამართავს სახელწოდებით „მელტონიანების საქმე“ და რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს თემაზე: რატომ დაიჭირეს და რამდენად სამართლიანად იხდის სასჯელს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარლამენტარი, რა სამართლებრივი პრეტენზიები იკვეთება პროკურატურის და სასამართლოს მიმართ, რამდენად შეძლო სახელმწიფომ დაეცვა სიცოცხლის უფლება და აქვს თუ არა შურისძიებით ჩადენილ დანაშაულს პოლიტიკურ უთანხმოებებთან კავშირი.

მის.: აღმაშენებლის ქ. #73, ილიას ბაღი.

საკონტაქტო: 599 291202

12 აპრილს. 11:30 საათზე - ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი ლევან გორელაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12 აპრილს, 11:30 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში X საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების – ნევმების – კვლევის შედეგებისა და უნიკალური მიგნებების პრეზენტაციას დაესწრება.

მის.: რუსთაველის 3

12 აპრილს, 12:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივით გაიმართება სოლიდარობის ქსელის - დამოუკიდებელი პროფკავშირის კვლევის პრეზენტაცია „ექთნების შრომის პირობები საქართველოში”.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12 აპრილს, 12:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრაციისა და სწავლების ცენტრის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან. პრეზენტაციას მონაწილეებს უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია წარუდგენს.

მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ;

12 აპრილს, 12.00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, საქართველოში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა ლიდერების ვიზიტის ფარგლებში ფორუმი გაიმართება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ სხვადასხვა წლებში „გლობალურ ახალგაზრდა ლიდერებად“ დასახელებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახი კალაძე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრი ვერა ქობალია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია და Anaklia City-ს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი საქართველოში World Economic Forum-ის „გლობალურ ახალგაზრდა ლიდერებს“ უმასპინძლებენ.

12 აპრილს, 12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს წარადგენს. მის: აღმაშენებლის #61

12 აპრილს, 12:30 საათზე, ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში, ხელი მოეწერება 1,200,000 ლარის ღირებულების საკონსერვაციო შეთანხმებებს, რომლებიც ეკო-კორიდორების ფონდის (ECF) ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდსა (WWF) და ბოლაჯურის, ჩორჩნის, ზანავის, ხევაშენის, ფხეროს და კიკიბოს სათემო კავშირებს შორის გაფორმდება. პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა(BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) KfW ფინანსური მხარდაჭერით და WWF გერმანიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

12 აპრილს, 14:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და კომიტეტის წევრები შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხეილ ნინუას და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორ რატი ბრეგაძეს.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N317 (C კორპუსი, III სართული)

12 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტში, ვიცე- სპიკერი სერგი კაპანაძის ოთახში (A114) ’’ევროპული საქართველო- თავისუფალი დემოკარტების ‘’ ბლოკის წევრების შეხვედრა გაიმართება

თემა: მოსამართლეების არჩევის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ.

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე 597 04 06 08, მაკუნა ჟვანია 599 43 43 08.

12 აპრილს, 14:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და მშობელთა ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step”-ის ორგანიზებით გაიმართება წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვა - „გაზაფხულის ფერები“. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების ხელნაკეთი ნამუშევრები.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

12 აპრილს, 14:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით გიგი უგულავას პროცესი გაიმართება.

საკონტაქტო : თორნიკე დიასამიძე 597 04 06 08, მაკუნა ჟვანია 599 43 43 08.

12 აპრილს, 14.00 საათზე, ბოლნისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ადგილობრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დეტალებს გააცნობს.

მის.: ბოლნისი, სულხან-საბას №106, ბოლნისის მერიის საკონფერენციო დარბაზი

12 აპრილს, 14:30 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევას განიხილავენ მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

12 აპრილს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა გაიხსნება.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 კორპუსი, ჭავჭავაძის N1.

12 აპრილს, 15:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12 აპრილს, 16:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

საკონტაქტო:228-17-12; 228-15-09

12 აპრილს, 16:00 საათზე, ყირგიზეთის დელეგაციის სასწავლო ვიზიტი შედეგბა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

12 აპრილს, 18:00 საათზე, თიბისი გალერეაში Young Lions Georgia 2019-ის შესარჩევი კონკურსის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება.

მის.: კოტე მარჯანიშვილის #7

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო