ირაკლი ოქრუაშვილი - საფლავში ჩაჰყვა სააკაშვილი მერაბიშვილს და ახალაიებს,  ზუსტად იგივეს აკეთებს ივანიშვილი ახლა

საფლავში ჩაჰყვა სააკაშვილი მერაბიშვილს და ახალაიებს. ხელისუფლება მათ რაღაც ინტრიგებს, ხუშტურებს და ცუდ ქცევას გადააყოლა, ზუსტად იგივეს აკეთებს ივანიშვილი ახლა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის““ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. ოქრუაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გირგლიანის საქმის უკან იდგა უსამართლობა, უსამართლობის უკან კი ხელისუფლება, დაწყებული იერარქიულად სააკაშვილიდან, დამთავრებული მოსამართლით.

„არ ვიცი, ვინ დაგვწყევლა ან ვინ დაგვთარსა. ვაის გავეყარეთ, ვუის შევეყარეთ - ეგრე გამოვგვივიდა ფაქტიურად. ერთი-ერთში ეს ფილმი ნანახი მაქვს მე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ როცა ვიყავი. საფლავში ჩაყვა სააკაშვილი მერაბიშვილს და ახალაიებს. ხელისუფლება მათ რაღაც ინტრიგებს, ხუშტურებს და ცუდ ქცევას გადააყოლა. ზუსტად იგევეს აკეთებს ივანიშვილი ახლა, კობახიძე, მურუსიძე და ჩინჩალაძესთან მიმართებაში. საფლავში მიყვება ამ ხალხს, როცა ვერავინ ვერ ამიხსნის რა ფასეულობას წარმოადგენენ ეს ადამიანები მისთვის“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა