ირაკლი ოქრუაშვილი ერთ თვეში საკუთარი გუნდის წარდგენას გეგმავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ერთ თვეში პოლიტიკური აქტივობის დაწყებასა და საკუთარი გუნდის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც ოქრუაშვილი ამბობს, მას საკმაოდ საინტერესო შეხვედრები ჰქონდა გუნდის შეგროვების პროცესში და სავარაუდოდ, ერთ თვეში ის გუნდთან ერთად, საჯაროდ ისაუბრებს გეგმებზე.

„არის პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი. პროგრამა მინიმუმი არის ერთი რამ, რომ ამათ არ გავაფუჭებინოთ არაფერი. პროგრამა მაქსიმუმი არის, რომ რაღაც უკეთესობისკენ შევცვალოთ და ბევრი რამ გავაკეთოთ. ამის გაკეთების უნარი, საშუალება და გამოცდილება გვაქვს. ვაგროვებ გუნდს, ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს ვხვდები, საინტერესო გუნდის ჩამოყალიბების დასრულებისკენ მივდივართ. ალბათ, რამდენიმე კვირა კიდევ საჭირო იქნება და მერე უკვე საჯაროდ გეგმებზე განვაცხადებთ. მაქსიმუმ ერთ თვეში ალბათ საჯაროდ წარვდგებით, თუმცა ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებულია ივანიშვილის ქცევებზე. ააჩქარებს მოვლენებს, ავჩქარდებით ჩვენც“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს