საქართველომ და ხორვატიამ სამხედრო ურთიერთობის გაღრმავების შესახებ დეკლარაცია გააფორმეს

საქართველო და ხორვატია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. სამხედრო ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის მინისტრმა დამირ კრსტიჩევიჩმა ხორვატიის რესპუბლიკაში, ქალაქ სპლიტში გააფორმეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ხორვატიის საზღვაო ძალების შტაბბინაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს და თავდაცვის სფეროში ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ხორვატიამ სურვილი გამოთქვა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთან ინტენსიური თანამშრომლობა გააგრძელოს.

„ნატო-ს მრავალეროვნულ სამხედრო პოლიციის ბატალიონში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ოცეულის გაწევრიანების მზადყოფნის საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. „სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება არის პოზიტიური და 2020 წლიდან უკვე ჩვენ, მათ შორის სამხედრო პოლიციის ფორმატში, ნატოსთან ერთად სხვადასხვა მისიაში, სწავლებაში მონაწილეობას მივიღებთ, რაც კიდევ ერთხელ არის ჩვენი შესაძლებლობების აღიარება და ჩვენი შესაძლებლობების ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ხორვატიის საზღვაო ძალების შტაბბინაში ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის ძალების ორ სამხედრო მოსამსახურეს - კაპიტან მიხეილ შენგელაიას და ლეიტენანტ ნათია ჟორჟოლიანსაც გაესაუბრა, რომელიც ხორვატიაში ინგლისური ენის კურსზე იმყოფებიან.

ხორვატიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქალაქ სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენასაც დაესწრება და სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას დაათვალიერებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა