ლევან იზორია ASDA 2019-ს დაესწრო

ხორვატიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქალაქ სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის მე-5 გამოფენას - ASDA 2019 დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, ლევან იზორიამ პირველ მოადგილესთან ლელა ჩიქოვანთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის კომპანიების მიერ წარმოებული სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდაცვითი, უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საშუალებები დაათვალიერა და მათ შესაძლებლობებს კომპანიის წარმომადგენლებისგან უშუალოდ გაეცნო.

,,ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის მე-5 გამოფენა ქალაქ სპლიტში, ლორას საზღვაო ბაზასთან მდებარე სივრცემ - Spaladium Arena უმაპისპინძლა. წელს გამოფენაზე მსოფლიოს 25 ქვეყნის 159 კომპანია იყო წარმოდგენილი. ASDA 2019-ზე დასასწრებად ქალაქ სპლიტს სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრები, საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო მაღალჩინოსნები, პოლიციის, ჯანდაცვისა და სამაშველო ქვედანაყოფების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტუმრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს