დალაი-ლამა საავადმყოფოდან გაწერეს

ტიბეტელი ხალხის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი დალაი-ლამა ინდოეთის დედაქალაქ დელის საავადმყოფოდან გაწერეს.

იგი კლინიკაში ფილტვების ინფექციის გამო, სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

როგორც დალაი-ლამამ აღნიშნა, ის თავს ნორმალურად გრძნობს.

ტიბეტელი ხალხის 83 წლის სულიერი ლიდერი უკვე სახლში იმყოფება და საჭირო ვარჯიშებსაც ასრულებს.

შეგახსენებთ, ჩინეთმა ტიბეტზე კონტროლი 1950 წელს დაამყარა, ოფიციალური პეკინი დალაი-ლამას საშიშ სეპარატისტად მიიჩნევს. 83 წლის სულიერი ლიდერი ინდოეთში 60 წლის წინ გაიქცა. იგი ნობელის პრემიის ლაურეატია და ყველაზე პოპულარული სპიკერია მსოფლიოში, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში იგი საერთაშორისო ღონისძიებებში აღარ იღებს მონაწილეობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა