ლევან ხაბეიშვილი - „ოცნების“ მერობის კანდიდატი ზუგდიდში არც სასიძოდ უნდა არავის, არც თამადად ირჩევენ - “წესიერი, საყვარელი, ბუნჩულაა და ლოყებზე ვუჩქმეტ”, ეს რა ლოგიკაა

ხელისუფლებამ ზუსტად იცის, რომ როგორც კი პირველ არჩევნებს წააგებს, ეს პროცესი დომინოს პრინციპით გაგრძელდება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები გადამწყვეტია, რადგან ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს არჩევნების მოგების მაღალი შანსი აქვს, ხოლო ხელისუფლების მიერ წარდგენილ კანდიდატს ზუგდიდში თამადადაც არ ირჩევენ.

„ივანიშვილისთვის ეს არის გადამწყვეტი არჩევნები. როგორც კი სანდრა რულოვსი დასახელდა კანდიდატად, ამ კაცს მერე გაახსენდა ზვიად გამასახურდიაც, 9 აპრილიც, მერე ჩავიდა ზუგდიდში, მერე თქვა, რომ მილიონებს დახარჯავს, ღობე-ღობე, ტალახ-ტალახ იარა. მერე წარდგენის დროს ჩავიდა მთელი ხელისუფლება ზუგდიდში და თქვეს, რომ აქ გადის ახლა გადამწყვეტი ბრძოლის ხაზი. ეს არის ისტერიკაში მყოფი ხელისუფლება. რა თქმა უნდა, აქცენტი იქნება ზუგდიდზე, იმიტომ, რომ იქ არის კანდიდატი, რომელსაც მაღალი ალბათობით კი არა, გარანტირებულად მოიგებს.

რაც შეეხება ხელისუფლების მიერ წარდგენილ კანდიდატს, ამასთან დაკავშირებით ძალიან სასაცილო ამბავი უნდა მოვყვე. უმრავლესობის ლიდერი პირდაპირ ეთერში იყო და ყვებოდა როგორი მაგარი კანდიდატია ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ჟურნალისტმა მას კანდიდატის სახელი და გვარი ჰკითხა, არ ვიციო, წარმოგიდგენიათ? ხელისუფლებას ჰგონია, რომ თამადას ვირჩევთ ან სასიძოდ გვინდა გიორგი შენგელია, თუმცა ზუგდიდში ის არც სასიძოდ არ უნდა არავის, არც თამადად ირჩევენ. წესიერი, საყვარელი და ბუნჩულაა და ლოყებზე ვუჩქმიტავ, ეს რა ლოგიკაა. სანდრა და შენგელია დასხდნენ და ისაუბრონ ზუგდიდის პრობლემებზე და ვის უფრო მეტი ცოდნა აქვს შევადაროთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა