ვერა ქობალიას შეფასებით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის საკმარისი არ არის

მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ კომპლექსურად დავანახოთ ახალგაზრდა ლიდერებს რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრმა ვერა ქობალიამ სასტუმრო „რუმსში“, საქართველოში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა ლიდერების ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე ფორუმზე განაცხადა.

ვერა ქობალიამ დღეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის, თუმცა ყოფილი მინისტრი იმედოვნებს, რომ ვითარება პოზიტიურად შეიცვლება.

„ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები, ვინც დღეს საუბრობდნენ, წარმოადგენდნენ საქართველოს რეალურ სახეს , როგორც ოპოზიციას, ასევე პოზიციას. ხვალ მიგვყავს საოკუპაციო ხაზზე, რადგან ესეც რეალობაა ჩვენი ქვეყნის და იმედი გვაქვს , რომ ამ ყველაფერს წაიღებენ თავის ქვეყანაში და მომავალში უკვე თვითონ ჩამოვლენ თავისი ინტერესით. რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, ჩვენ ყველას გვესმის, რომ 5%-იანი ზრდა არ არის საქართველოსთვის საკმარისი და ამაზე დღეს იყო საუბარი, მაგრამ შევეცადოთ პოზიტიურად ვუყუროთ მომავალს და იმედია, მომავალში ჩვენ კიდევ უფრო დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ",-განაცხადა ვერა ქობალიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა