თამარ ჩუგოშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავებაზე - ჩემი გასარჩევი არ არის, პოლიციამ რა ზომა უნდა გაატაროს კონკრეტულ შემთხვევაში

ჩემი გასარჩევი არ არის, პოლიციამ რა ზომა უნდა გაატაროს კონკრეტულ შემთხვევაში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, თამარ ჩუგოშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები აღარ იქნება.

„არსებობს იმ კონკრეტული მომენტის კადრები, როდესაც პოლიციამ მიიღო დაკავების გადაწყვეტილება და მგონი, კადრებიდან შეიძლება ამოკითხვა. ჩემი გასარჩევი არ არის პოლიციამ რა ზომა უნდა გაატაროს კონკრეტულ შემთხვევაში. მთავარია ახლა გარეთ არიან ეს ადამიანები და მე მგონი ზედმეტი სპეკულაციები ამ თემების გარშემო აღარ შეგვხვდება",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით ზუგდიდში სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი დააკავეს. დაკავებულთაგან ორი მათგანი გუშინვე გაათავისუფლეს, ხოლო ერთ-ერთ მათგანს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლებით წარედგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა