სამების ტაძრის არქიმანდრიტი - საკურთხეველს ერთი ადამიანი ხატავს და ერთი ეხმარება, მთლიანი ტაძრის მოხატვაში კი შესაძლოა, სხვადასხვა ჯგუფი ჩაერთოს, რომ ჩქარ ტემპში დასრულდეს

მის უწმინდესობასთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ სამების ტაძარი მოიხატებოდა,- ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განაცხადა.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძრის სრულად მოხატვას დააფინანსებს.

„მის უწმინდესობასთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ მთელი ტაძარი მოიხატებოდა. ეს ფაქტი ძალიან სასიხარულოა. დანარჩენი დეტალები მხოლოდ დამკვეთი ჯგუფისა და მხატვრის ურთიერთობაში გაირკვევა. ამ დეტალებსა და ფინანსურ საკითხებს ტაძართან არავითარი შეხება არ აქვს", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

მისივე თქმით, საკურთხევლის მოხატვაზე ერთი ადამიანი მუშაობს, ხოლო მთელი ტაძრის მოხატვის პროცესში შესაძლოა, რამდენიმე ჯგუფი ჩაერთოს.

„ჯერჯერობით სამების საკათედრო ტაძრის მხოლოდ საკურთხეველია მოხატული, ისიც არ არის ბოლომდე დასრულებული. საკურთხეველის მოხატვა დაახლოებით 2017 წლის თებერვალში დაიწყო, მოხატული კი დაახლოებით 1000 კვადრატზე მეტია. რამდენიმე თვეში დასრულდება, შემდგომ გეგმაში უკვე გუმბათის მოხატვა იყო, მაგრამ გადაწყდა, რომ მთელი ტაძარი მოიხატება. საკურთხეველს ამირან გოგლიძე ხატავს და მას მხოლოდ ერთი ადამიანი ეხმარება. არ ვიცით, რამდენი ხანი დასჭირდება მთელი ტაძრის მოხატვას. აქ შეიძლება, უკვე სხვადასხვა ჯგუფი ჩაერთოს, რათა უფრო ჩქარი ტემპით იქნას მოხატული", - აღნიშნა არქიმანდრიტმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში