ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ვერა მერსედეს მარტინი.

მათივე ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მიმდინარეობა, წელს და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი მაკროეკონომიკური პარამეტრები.

როგორც აღინიშნა, სსფ-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და საქართველოს მიერ შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითად შეფასდა მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მიღწეული პროგრესი.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, განათლების სისტემის ძირეული ცვლილები და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, რისტინ ლაგარდის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის მაისში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა