გია გაჩეჩილაძემ გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„მე ამ სხდომას არ დავესწრები, რადგან აშკარად ვიღაცას უნდა სხდომის ჩაშლა, მას, ვინც ყვირის და ვინც არ აცლის კომიტეტს მუშაობას. პრობლემა არის სერიოზული, მთავრობას აქვს გადაწყვეტილება მიღებული, კარგი საქმეა გაკეთებული. არის პრობლემები და გვინდა მოვისმინოთ რა არის ამ პრობლემების არსი, რომ რადგან ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, პარლამენტმა მიუთითოს მთავრობას, რომ საქმე საბოლოოდ გადაწყდეს. თუ არ გვაცლიან, კი ბატონო, დაჯდნენ და რამდენიც უნდა იყვირონ“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ხმაურით და ცხარე კამათით დაიწყო პარლამენტის გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც განხილვის მთავარი თემა პოლიეთილენის, არადეგრადირებადი პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაა.

აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ კომიტეტებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მოიწვიეს.

კომიტეტზე ასევე იმყოფებიან პოლიეთილენის პარკების ადგილობრივი მწარმოებლები. კამათი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მოხსენების დაწყებას მოჰყვა, რომელმაც თავდაპირველად პოლიეთილენის პარკების გამოყენებით გარემოზე მიყენებულ ზიანსა და მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება. ამის მოსმენა არ ისურვეს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ და ასევე მოწვეულმა მწარმოებლებმა, რომელთა სურვილიც არის მთავრობამ გასცეს პასუხი კითხვას, აპირებს თუ არა გადაწყვეტილების გადავადებას.

საბოლოოდ, ნინო თანდილაშვილმა მოხსენებით გამოსვლა შეწყვიტა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა