რომან კაკულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გამოკითხვაზე - ასეთი ქვეყანა არ არსებობს, სადაც კორუფცია არ არის-თუ ასეთი იდეალური სახელმწიფო სადმეა, ყველა წავედით

მგონი, ასეთი ქვეყანა არ არსებობს, სადაც კორუფცია არ არის. ასეთი იდეალური სახელმწიფო თუ სადმეა წავედით ყველა, -ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

რომან კაკულიას თქმით, ქვეყანაში ელიტური კორუფციის ნიშნები მკაფიოდ გამოხატული არ არის, თუმცა, შესაძლოა რეგიონების დონეზე გარკვეული სიგნალები შეიმჩნეოდეს.

„ლაპარაკია იმაზე თუ როგორია ჩვენს ქვეყანაში კორუფციის ტენდენცია. მზარდი ტენდენცია ჩემი აზრით არ არის. იყო გარკვეული ტენდენციები, სიგნალები რეგიონების დონეზე-საზოგადოებაში იყო ასეთი აღქმა, რამდენად იყო ამის უკან მაგალითები, თუ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ტენდენციები, ამას პასუხი უნდა გაეცეს, რადგან ტენდენციები არასდროს არ ყალიბდება მოტივაციების გარეშე. ჩემი აზრით, გარკვეული მოდუნება რეგიონების დონეზე, ალბათ, იყო და ამას უნდა მიაქციოს ხელისუფლებამ ყურადღება და ასეც ვაკეთებთ, მაგრამ ელიტურ კორუფციას რაც შეეხება, ასე მკაფიოდ გამოკვეთილი ალბათ არ არის“,-განაცხადა რომან კაკულიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები წარადგინა.

კვლევის თანახმად, საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხოლო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს. ამავე დროს, წვრილმანი კორუფციის შემთხვევები კვლავაც უკიდურესად იშვიათია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა