საქართველოს ეროვნული მუზეუმი  ნატა ბუაჩიძის ნამუშევრების გამოფენას „ხედვის წერტილები“ უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმში ნატა ბუაჩიძის ნამუშევრების გამოფენას „ხედვის წერტილები“ წარმოადგენს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნატა ბუაჩიძის ფერწერული ნამუშევრები, ინსტალაცია და აუდიო მასალა. ნატა ბუაჩიძე საქართველოს სამხატვრო კავშირის წევრია, ხელოვნების სკოლის – „ნატა ბუაჩიძის სტუდია“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ნატა ბუაჩიძეს ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა, მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ჯგუფურ გამოფენებშიც: თბილისის ისტორიის მუზეუმი – „მხატვრები მუზეუმისთვის“, გალერეა „ჰობი“ – ქართველი და გერმანელი მხატვრების ერთობლივი გამოფენა, აგრეთვე მონაწილეობდა სოციალურ თემაზე შექმნილი პლაკატების გამოფენაში; მისი ნამუშევრები ასევე გამოფენილი იყო დებორა მაილსის მუზეუმში, ატლანტა; გრეის ხელოვნების სკოლაში, აბერდინი, შოტლანდიასა და დიდ ბრიტანეთში.

იგი მრავალი პროფესიული ჯილდოს მფლობელია. მათ შორის საუკეთესო ყდა წიგნისთვის, პრიზი საკუთარი ექსლიბრისისთვის და სხვა.

ნატა ბუაჩიძის გამოფენა ფართო საზოგადოებას წარუდგენს კონცეპტუალურად დახვეწილ, გააზრებულ ერთიან მხატვრულ სივრცეს, რომელიც თავისუფალია გამოხატვისა და წარმოსახვის თვალსაზრისით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა