საქართველო საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში “ნორჩი მეხანძრე მაშველი“ მიიღებს მონაწილეობას

საქართველო საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში “ნორჩი მეხანძრე მაშველი“ მიიღებს მონაწილეობას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პროექტისთვის 11-დან 17 წლამდე ასაკის, 35 მოზარდის შერჩევა თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან უკვე დასრულდა. შერჩეული მოსწავლეებიდან 14 აზერბაიჯანსა და ბელარუსში დაგეგმილ სპორტულ შეჯიბრებებში მიიღებს მონაწილეობას. 21 კი ანაკლიაში, მომავლის ბანაკში გაემგზავრება.

მოზარდებს სპეციალური სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბაზაზე უტარდებათ. მათ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება აზერბაიჯანსა და ბელორუსში მოუწევთ. მოსწავლეები ადგილზე სპორტული შეჯიბრებების გარდა, კულტურულ-შემოქმედებით აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებებში ქართული მხარე 2014 წლიდან წარმატებულად მონაწილეობს. მოზარდებმა გასულ წელს ყველა დისციპლინაში პირველი ადგილის დაიკავეს.

“ნორჩი მეხანძრე-მაშველის“ მონაწილე უცხოელი მოსწავლეები საქართველოსაც ესტუმრებიან.

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა