ირაკლი კობახიძე დავით მაღრაძის ორგანიზაციაზე - შემდგომი არჩევნები ერთჯერადად,  3%-იანი ბარიერით ჩატარდება. აქედან გამომდინარე, დიდია ცდუნება, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა შექმნან პოლიტიკური პარტიები

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 13 აპრილს, ფილარმონიაში, მოძრაობა “დაიცავი საქართველოს“ მიერ დაგეგმილ შეხვედრას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

როგორც კობახიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, ის გარემოება, რომ მომდევნო არჩევნები 3%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება, ახალი პარტიების შექმნის დამატებით მოტივაციას ქმნის.

“მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები. თან შემდგომი არჩევნები ერთჯერადად, 3%-იანი ბარიერით ჩატარდება. აქედან გამომდინარე, დიდია ცდუნება, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა შექმნან პოლიტიკური პარტიები და შემდეგ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ამის დამატებით მოტივაციას ქმნის. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია ამ წელიწადნახევრის განმავლობაში შეიქმნება პარტიები. ეს არის პროცესი, რაც დამახასიათებელია იმ დროისთვის, როდესაც არჩევნები ახლოვდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პარტია “ქართულ ოცნებას“ აქვს მყარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და მისი ამოცანაა არჩევნებში გამარჯვება.

“დარწმუნებული ვარ, ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული“, - დასძინა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა