ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მას პერსპექტივაში „თეორიული ინტერესი“ შეიძლება ჰქონდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მას პერსპექტივაში „თეორიული ინტერესი“ შეიძლება ჰქონდეს.

აღნიშნულ საკითხზე კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, სად ხედავს კობახიძე საკუთარ თავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა: „სადაც გუნდი გადაწყვეტს, ბუნებრივია, ისე იქნება“.

რაც შეეხება საუბრებს იმაზე, რომ შესაძლოა, კობახიძემ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლოს და მას სათავეში ჩაუდგეს, ამაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა: „ამას მე გამოვრიცხავ ჩემი პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე“.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, კობახიძემ „თეორიული ინტერესი“ არ გამორიცხა.

„ზოგადად, თეორიული ინტერესი შეიძლება მქონდეს პერსპექტივაში საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. უზენაესთან დაკავშირებით ამის ინტერესიც არა მაქვს. თუმცა, დღეს ვარ მე პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი და გუნდი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ამის შესაბამისად, გაგრძელდება ჩემი პოლიტიკური კარიერა. რა თქმა უნდა, მთავარია გუნდის ინტერესი, ეს არის ამოსავალი წერტილი. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც გუნდი მიიღებს, იქნება ჩემთვის სახელმძღვანელო“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა