ირაკლი კობახიძე - არსებული ტემპით, ალბათ, დაგვჭირდება 10-12 წელიწადი იმისთვის, რომ მთლიანად აღმოვფხვრათ სიღარიბე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული ეკონომიკური ტემპით, სიღარიბის აღმოფხვრას საქართველოში 10-12 წელი დასჭირდება, 7%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის პირობებში კი, პრობლემის დაძლევისთვის საკმარისი შეიძლება 7-8 წელიც იყოს.

როგორც ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, საქართველოში დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა 800 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც 2012 წელს მილიონ 150 ათასი იყო.

„ჩვენთვის მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური და სოციალური ვითარება. შარშანდელი მონაცემებით, 800 ათასი ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში. შესაბამისად, მთავარი გამოწვევა და ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი. ჩვენ არსებული ტემპით, ალბათ, დაგვჭირდება 10-12 წელიწადი იმისთვის, რომ მთლიანად აღმოვფხვრათ სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. თუ იქნება ოპტიმალური ტემპი, მაგალითად, 7%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ამ შემთხვევაში შეიძლება 7-8 წელიწადშიც მთლიანად აღმოიფხვრას სიღარიბე“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ყველა ზომა მისაღებია.

„800 ათასი ადამიანია სიღარიბის ზღვარს მიღმა, რაც არის მსოფლიო ბანკის მიერ დაფიქსირებული, ეს არის ძალიან მძიმე მაჩვენებელი. ამით ხშირად სპეკულირებენ ჩვენი ოპონენტები. ისე წარმოაჩენენ ვითარებას, თითქოს ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი. ამ დროს, იგივე მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 150 ათასი ადამიანი. ანუ, შემცირებულია 350 ათასით ამ 6 წლის განმავლობაში. იმისთვის, რომ ეს 800 ათასიც განულდეს, საჭიროა 7-8, შეიძლება 10 წელი“, - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში