Microsoft-თან თანამშრომლობით, საჯარო სკოლებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ინერგება

საჯარო სკოლებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კომპანია Microsoft-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და „Microsoft საქართველოს“ წარმომადგენელმა ქეთევან რატინმა მოაწერეს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროსა და Microsoft-ს შორის ერთობლივი პროექტები განხორცილდება, რაც გაამარტივებს და ხელს შეუწყობს სისტემაში მიმდინარე რეფორმის განხორციელებას.

„Microsoft-ის აქტიური ჩართულობით, სკოლებში ტექონოლოგიების დანერგვის პროცესში უზრუნველყოფილი იქნება როგორც საერთაშორისო ექსპერტთა კონსულტაციები, ასევე სხვადასხვა სასწავლო მასალებზე წვდომა, მასწავლებლების გადამზადება და სხვ. შედეგად, სწავლისა და სწავლების პროცესში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდება. ამასთან, პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ, საკლასო ოთახში გამოიყენონ ტექნოლოგიები და მოსწავლეებს შესაბამისი უნარები განუვითარონ.

ინფორმაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში სკოლებში ინოვაციების დანერგვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ, განათლების რეფორმის ფარგლებში, Microsoft-თან და ტალინის უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით სასწავლო პროცესში ციფრული საგანმანათლებლო რესურსები დაინერგება. შედეგად, მასწავლებლები და მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ელექტრონული რესურსებით, რათა ინფორმაციის მარტივად გაცვლა, საკუთარი საკომუნიკაციო არხების აწყობა, ინფორმაციის გავრცელება და სწავლა-სწავლების პროცესში ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ეფექტური გამოყენება შეძლონ,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა