გია გაჩეჩილაძე - მე ვარ იქ, სადაც ვხედავ, რომ საქართველოს უჭირს

ეს არის უკანასკნელი ბრძოლა და ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ, რათა ის ადამიანები, ვინც ამდენი ხანი მოდიან და ვერ მივაღწიეთ, რომ ჩამოგვეცილებინა სასამართლოს, ჩამოცილდნენ, - ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ფილარმონიაში მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ დაწყებამდე განაცხადა. გაჩეჩილაძის შეფასებით, არასწორი განვითარებით მიდის სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები.

„მიგვაჩნია, რომ არასწორი განვითარებით მიდის ეს ამბები, რაც მიდის სასამართლოსთან დაკავშირებით. ამას ვიძახდით იმ დროს და ამას ვიძახით დღესაც. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამას გაატარებს საზოგადოება და იგივე ადამიანების მხრეებზე გადავა ნახევარი საუკუნით სასამართლო სისტემა, მგონია, ძალიან ცდება", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მან არ გამორიცხა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდეს.

„მე უფრო იმის მომხრე ვარ, რომ ახალგაზრდები და ახალი ძალები წამოვიდნენ, თავის ქვეყანაზე შეყვარებულები, ვისაც მართლა უნდა, რომ ამ ქვეყანაში სამართლით დავიწყოთ, რათა რაღაც მაინც შევცვალოთ. ეს არის უკანასკნელი ბრძოლა და ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ, რათა ის ადამიანები, ვინც ამდენი ხანი მოდიან და ვერ მივაღწიეთ ვერას გზით, რომ ჩამოგვეცილებინა სასამართლოს, ჩამოცილდნენ. მე ვარ იქ, სადაც ვხედავ რომ საქართველოს უჭირს და იქ დავდგები ყოველთვის, სადაც იქნება ეს აუცილებლობა", - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა