ანონსი 14 აპრილი

14 აპრილს, 10:00 საათზე, ,,ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების'' (IUSY) და შავი ზღვის აუზის კომიტეტის (BSAC) კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დელეგატები 15 ქვეყნიდან. პანელური დისკუსიების ფორმატში კონფერენციის მონაწილეები ,,ახალგაზრდებისთვის ღირსეული სამუშაოს” შესახებ იმსჯელებენ.

მისამართი: ბაგები, საკანდელიძის ქუჩა, სასტუმრო "ბიოტელი".

საკონტაქტო პირი: გურამ ოქროპირიძე - 568 630 036

14 აპრილს, 11:00 საათზე, შავი ზღვის უნივერსიტეტში გაიმართება ჩემპიონატი „ტვინების შეჯიბრი“. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ თბილისისა და მცხეთის სკოლების მოსწავლეები.

14 აპრილს, 11:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტი სპორტულ-გამაჯანსაღებელ გარბენს აწყობს, სახელწოდებით „იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით“.

გარბენი სტარტს ლისის ტბიდან აიღებს.

14 აპრილს, 12 .00 საათზე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) „დედაენის“ დღეს აღნიშნავს და ოპერიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას მოაწყობს, რის შემდეგაც 13:00-19:00 საათზე მწერალთა სახლში „დედაენის“ დღისადმი მიძღვნილი ერთდღიანი ფესტივალი “GAUზიარე 33 ემოცია“ გაიმართება.

საკონტაქტო პირი: ეკატერინე ტოგონიძე 599 906001.

14 აპრილს,12:00 საათზე, „განათლების საერთაშორისო გამოფენა - თბილისი - 2019“ გაიმართება.

მის: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“ (თავისუფლების მოედანი #4).

საკონტაქტო პირი - 577209969.

14 აპრილს, 13.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დედაენის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი კონკურსის "მე ვწერ ქართულად" გამარჯვებულებს დააჯილდოებს.

მის: თსუ-ს პირველი კორპუსი, ჭავჭავაძის #1.

საკონტაქტო პირი:თაკო მათეშვილი - 598 15 65 73.

14 აპრილს, 14:00 საათზე, დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიესა და ეზოში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის გამზ. N1

საკონტაქტო პირი: ჯაბა სიხარულიძე - 577 28 87 87

14 აპრილს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნება.

ღონისძიებას დაესწრებიან: თსუ-ს რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი

14 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურის სამინისტროს წინ მოხდება სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირებისა და მრევლის შეკრება, გაიმართება პრესკონფერენცია, ჩატარდება სავედრებელი პარაკლისი.

თემა: ანჩისხატის ტაძარში სახატე-ვიტრინის პროექტის დროული განხილვა.

მისამართი: საქართველოს კულტურის სამინისტრო, (სანაპიროს ქ.4)

საკონტაქტო პირი ზაზა ნანობაშვილი - 555 399 923; 593 525 388.

14 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის მერიის ორგანიზებით, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობაზე 3D ინსტალაცია „ქართული ხელნაწერი“ მოეწყობა.

მის: თავისუფლების 2

საკონტაქტო პირი: ჯაბა სიხარულიძე - 577 28 87 87

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა