ანონსი 15 აპრილი

15 აპრილს, 09:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N316 (C კორპუსი, III სართული)

საკონტაქტო: 228-16-37

15 აპრილს, 10:00 საათზე, აფხაზეთიდან დევნილთა საინიციატივო ჯგუფი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით და შუამდგომლობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე განიხილოს ლელა გულედანის კანდიდატურა.

მის: თბილისი, ათონელის ქ. N25

საკონტაქტო: ლელა გულუა, 599115297

15 აპრილს, 10:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან (ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბულგარეთის ელჩებთან საქართველოში) შეხვედრას გამართავს.

თემა: „საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების გაცნობა“.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N331 (C კორპუსი, III სართული)

15 აპრილს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტ ფეისალ ალ-ფაიეზს შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

15 აპრილს, 10:00 საათზე, ტექნოპარკში ახალგაზრდა ინოვატორთა კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. დაჯილდოების პარალელურად ტექნოპარკში სემინარი თემაზე “გადასვლა იდეიდან წარმოებამდე, ინტუიციიდან ბიზნესზე” ჩატარდება.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი დაესწრებიან.

მის: თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა # 7

15 აპრილს, 10:00 საათზე, APTOS-ის ბიზნეს ცენტრში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აპარატის 2019 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის სტატისტიკას წარადგენს და აპარატში მიმართვიანობის ანალიზის მიხედვით, ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ კრიტიკულ საკითხებზე მედია ინფორმაციას მიაწვდის.

მის: APTOS-ის ბიზნეს ცენტრo (თბილისი, ვახტანგ ორბელიანის ქ.20/4)

საკონტაქტო: ელენე კერესელიძე 598 25 19-91

15 აპრილს, 10 :00 საათზე, გაიმართება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია: „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ .

მის: სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“.

საკონტაქტო: 599 23 55 22

15 აპრილს, 10:30 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომდგენლობა ერთობლივ კონფერენციას გამართავენ გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიკაციის მეხუთე 5 წლისთავთან დაკავშირებით.

მის:: სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“, თავისუფლების მოედანი N4, თბილისი

15 აპრილს, 10:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ფეისალ ალ-ფაიეზი პრესისთვის ერთობლივი განცხადებას გააკეთებენ.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

15 აპრილს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

საკონტაქტო: 228-15-21

15 აპრილს, 11:00 საათზე, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

15 აპრილს, 11:00 საათზე, “საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა“ პროფკავშირების თავმჯდომარე და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკომიტეტის თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: ენერგეტიკოსები მასობრივი გამოსვლებისთვის ემზადებიან - 5-პუნქტიანი მოთხოვნა და პირობები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

15 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ააიპ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელი გუგა ბესელია და ცენტრის დირექტორი ლევან დანელია პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ცენტრის კვლევა, რომლის თანახმადაც, მოზარდების 48% -ს ონლაინსამორინესთან აქვს შეხება. როგორ ახერხებენ მოზარდები კანონისთვის გვერდის ავლას და აზარტულ თამაშებში მონაწილეობას. რეკომენდაციები მშობლებს.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1 .

საკონტაქტო.: 593 53 45 24

15 აპრილს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო: ქეთი ლაცაბიძე - 555 22 30 04

15 აპრილს, 11:00 საათზე, მოსწავლე-სტუდენტების მსვლელობა გაიმართება: „გაიფიცე გარემოსთვის“.

შეკრების ადგილი: მეტროსადგური „რუსთაველი“; ორგანიზატორები: „ახალგაზრდა მწვანეები“ და „ვინ’მე“.

15 აპრილს, 11:30 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ევროსაბჭოს სანქციები.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

15 აპრილს, 11:30 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N518 (C კორპაუსი, V სართული)

საკონტაქტო: 228-16-44

15 აპრილს, 11:30 საათზე, საია პროექტის - "ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა" - საბოლოო ანგარიშს წარადგენს.

მის: "სასტუმრო მოქსი", ზაარბრიუკენის მოედანი.

15 აპრილს, 11:30 საათზე, თურქეთის ციხეში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: თურქეთის ციხეში მყოფმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა შიმშილობა დაიწყო - მოთხოვნები თურქეთისა და საქართველოს რესპუბლიკებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

15 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ვოლსკის ბრიფინგი.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზის წინ (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახის წინ)

15 აპრილს, 12.00 საათზე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და თბილისის მერი, კახა კალაძე ,,მზიურის“ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებენ.

საკონტაქტო პირი ილონა ხვიჩია - 591705481

15 აპრილს, 12:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

საკონტაქტო: 228-15-13

15 აპრილს, 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

საკონტაქტო: 228-17-12

15 აპრილს, 12:00 საათზე, გორში, დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრას გამართავენ.

მის: გორი, თამარ მეფის ქ. 76. სასტუმრო „ვიქტორია"

15 აპრილს, 13:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი (C კორპუსი, Nოთახი 238)

საკონტაქთო: 228-15-03

15 აპრილს, 13:00 საათზე, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

საკონტაქტო: 228-17-55

15 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიფინგს გამართავს.

საკონტაქტო პირი: ლილი გოგოხია 595 161 660

15 აპრილს, 14:30 საათზე, საქართველოს პარლამენტი წარადგენს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში საპარლამენტო საქმიანობას განსაზღვრას. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ ირაკლი კობახიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა

მის: სასტუმრო „თბილისი ქორთიარდი“ (თავისუფლების მოედანი N4)

15 აპრილს, 15:00 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორი, ტონი მემელი თბილისში, სამედიცინო უნივერისიტეტში ბენდთან ერთად კონცერტს გამართავს.

ღონისძიებას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ელიზაბეთ რუდი დაესწრება.

მის: ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის მე-3 სასწავლო კორპუსი, თეატრალური დარბაზი.

საკონტაქტო : თამუნა იაკობაძე, 557 38 08 09

15 აპრილს, 15.00 საათზე, ჭიათურაში, სიგულდის სკვერში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების („ევროპული საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“, “შენების მოძრაობა“) მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელი კანდიდატ დავით ჭუმბურიძეს წარადგენენ.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია, 5 99 43 43 08

15 აპრილს, 16:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

საკონტაქტო: 228-15-23

15 აპრილს, 16:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

საკონტაქტო: 228-15-12

15 აპრილს, 17:00 საათზე „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გაიმართება პროფკავშირების საპასუხო პრესკონფერენცია.

მის: ზურაბ ანჯაფარიძის 19

15 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)“ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდება

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

15 აპრილს, 18:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

15 აპრილს, 18:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

საკონტაქტო: 228-15-01

15 აპრილს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება მუხრან მაჭავარიანის საიუბილეო საღამო, რომლის ფარგლებშიც გამომცემლობა „არტანუჯი“ წარმოადგენს ახალ გამოცემას – „მუხრანი - 90 ამბავი“.

15 აპრილს, 19:00 საათზე, სოხუმის დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის ყოფილი თავმჯდომარის გენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება.

მის.: დიმიტრი უზნაძის 68

საკონტაქტო: ხათუნა მაჭავარიანი - 599139914

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა