პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა კამათით დაიწყო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა კამათით დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნას ითხოვენ და უმრავლესობას მიმართავენ, მეორე მოსმენით განხილვა არ დაიწყოს მანამ, ვიდრე ცნობილი არ გახდება ვენეციის კომისიის დასკვნა, მისი შენიშვნები და რეკომენდაციები.

კანონპროექტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვეს „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ასევე უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა. როგორც აღინიშნა, გამორიცხული არ არის ვენეციის კომისიას ისეთი შინაარსის შენიშვნები ჰქონდეს, რომ პროექტები მეორე მოსმენიდან პირველ მოსმენაზე დასაბრუნებელი გახდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა, რომ თუკი მათ მართლაც აქვთ ვენეციის კომისიის დასკვნის გაზიარების სურვილი, პროექტის მეორე მოსმენით განხილვა არ იჩქარონ.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთმა წევრმა გიგა ბოკერიამ კი უმრავლესობის წევრებს ერთგვარი კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა და გამოვიდა იმ წინადადებით, რომ თუკი პროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღეს მაინც გაიმართება, კენჭისყრის პროცედურა ვენეციის კომისიის დასკვნამდე გადაიდოს. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება და მისი შენიშვნები და რეკომენდაციები პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას აისახება.

„იმ ფონზე, როდესაც პროცესი 5 თვეა მიმდინარეობს, არასწორია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ რაღაცას ვჩქარობთ“, - მიმართა ოპოზიციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა