„ქართული ოცნების“ წევრების ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირე სერიოზული პრობლემაა და ამიტომ კანონპროექტის გადადება არ უნდა მოხდეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირე სერიოზული პრობლემაა და ამიტომ ინიცირებული კანონპროექტის გადადება არ უნდა მოხდეს.

როგორც კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლო ვერ იღებს გადაწყვეტილებას, რადგან მოსამართლეები არ ყოფნით.

მისი თქმით, საზოგადოება ამ პრობლემის გადაჭრას ელოდება.

„ჩვენ განვიხილავთ ვენეციის კომისიის დასკვნას და კანონპროექტში ავსახავთ ისე, როგორც საზოგადოებას დავპირდით. გადაწყვეტილების მიღება ხდება პლენარულ სხდომაზე, სასესიო დარბაზში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამავე კონტექსტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრობლემაა ის, რომ უზენაეს სასამართლოში 7 მოსამართლე რჩება.

დაახლოებით ერთი საათია იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პროცედურული დავა მიმდინარეობს. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი დღის წესრიგიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ამოღებას და ვენეციის კომისიისთვის დალოდებას ითხოვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა